11. 02. 1873 (ვლადიკავკაზი) – 13. 08. 1953 (თბილისი) – ქართველი (საბჭოთა) კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი საქართველოში. მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული სამუსიკო-ეთნოგრაფიული კომისიის დავალებით მან 4 (1901, 1902, 1904, 1908) სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა რაიონში და მოაგროვა დიდძალი მუსიკალური მასალა (500-ზე მეტი ხალხური სიმღერა), რომელიც შემდეგ ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებითურთ სამ დიდ კრებულად გამოსცა.
შალვა ასლანიშვილი
10/23. 03. 1896 (არტანუჯი, ართვინის მაზრა/თურქეთი/ ბათუმის ოლქი) – 13. 12. 1981 (თბილისი) – ქართველი მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი.
მისი ნაშრომები ეხება, უმთავრესად, ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის საკითხებს.
ჩაწერილი აქვს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთის რაიონების მრავალი სიმღერა.
ასლანიშვილის ძირითადი ნაშრომები:
ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. (1954-1956). I და II ტომი. თბილისი: ხელოვნება (ქართულ ენაზე)
ქართლ-კახური ხალხური საგუნდო სიმღერების ჰარმონია. (1970). თბილისი: განათლება (ქართულ ენაზე)
გრიგოლ ჩხიკვაძე
14/27. 04. 1898/1900 (თბილისი) – 24. 12. 1986) – ქართველი მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი და პედაგოგი, ხელოვნებათ-მცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართული ხალხური მუსიკის კაბინეტისა და ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის დამაარსებელი და გამგე. მისი უმთავრესი შრომები ეძღვნება ქართულ ხალხურ მუსიკას და ძველ ქართულ მუსიკალურ კულტურას.
ჩხიკვაძის ძირითადი ნაშრომები:
ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა. (1948). თბილისი: საქართველოს სსრ მუსიკალური ფონდი (ქართულ ენაზე)
ქართული ხალხური საგუნდო კულტურა. ქართულ ენაზე. “საბჭოთა ხელოვნება”, 1953, #4 (ქართულ ენაზე).
მუსიკალური საკრავი ებანი და მისი რაობა. (1955). კრებულში “მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის”, VIII: გვ. 51-64. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა (ქართულ ენაზე).
ვლადიმერ ახობაძე
25. 12. 1918 (სამტრედია) – 31. 10. 1971 (მოსკოვი) – ქართველი მუსიკისმცოდნე, თეორეტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-შემკრებლობით მუშაობას.
ახობაძის ძირითადი ნაშრომები:
აფხაზური ხალხური სიმღერები. (1956). თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ და აფხაზურ ენებზე)
ქართული სვანური ხალხური სიმღერების კრებული. (1957). თბილისი: ტექნიკა და შრომა (ქართულ და რუსულ ენებზე)
თამარ მამალაძე
1908 – 1972. ქართველი ისტორიკოს-ეთნოგრაფი, მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი.
მამალაძის ძირითადი ნაშრომები:
შრომის სიმღერები კახეთში. (1963). თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)
ქართული ხალხური სიმღერა “ჭონა”. (1963). მსე, ტ. XII-XIII: გვ. 235-249. (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)
Трудовые песни Кахетии. (1964). Автореферат дисс. на соиск. уч. степени кандидата искусствоведческих наук. Тбилиси (რუსულ ენაზე)
მეტივური სიმღერები. (1964). ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა (გვ. 168-176). თბილისი: საბჭოთა საქართველო (ქართულ ენაზე, რეზ. რუს. ენაზე)
ქართული აკვნის ნანა. (1968). საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები. ტ. XIV (გვ. 20-29). თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე)
სვანური საწესო სიმღერების სტრუქტურა. (1972). მსე. ტ. XVI-XVII: გვ. 194-204. თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე)
მინდია ჟორდანია
25. 11. 1929 (ოზურგეთის რ-ნი, სოფ. ლიხაური) – 19. 08. 1979 (თბილისი). 1955 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტის ფოლკლორის განყოფილება, 1958 წელს კი ასპირანტურა გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით. 1959 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. სიცოცხლის ბოლომდე თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში ასწავლიდა სოლფეჯიოს და იყო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის უფროსი მასწავლებელი. ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით მუშაობას.
1961 წლიდან სსს კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
ჟორდანიას ძირითადი ნაშრომები:
ოთარ ჩიჯავაძე
19. 03. 1919 (თბილისი) – 21. 03. 1998
(თბილისი). 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება, 1954 წელს კი ასპირანტურა ვ. დონაძის ხელმძღვანელობით. 1953 წ-დან ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1966 წლიდან კონსერვატორიის მუსიკის ისტორიისა და ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრების დოცენტი. 1965 წლიდან კითხულობდა მუსიკის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელი.
1954 წლიდან ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით საქმიანობას. ჩატარებული აქვს 53 ექსპედიცია და ჩაწერილი აქვს 2000-მდე ხალხური სიმღერა.
აქედან სანოტო კრებულის სახით გამოყვეყნებული აქვს “კახური სიმღერების” ორი ტომი, “მეგრული სიმღერები”. გამოუქვეყვებელი დარჩა “ლეჩხუმური სიმღერები”, “შრომის სიმღერები დასავლეთ საქართველოში”.
ჩიჯავაძის ძირითადი ნაშრომები:
კახი როსებაშვილი
28. 11. 1930 – 13. 09. 1988. 1955 წელს დაამთავრა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის ხალხური შემოქმედების განყოფილება, 1962 წელს კი ასპირანტურა პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით. 1969 წელს კი იმავე ფაკულტეტის საკომპოზიციო განყოფილება ალექსი მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. 1959-1977 წწ. მუშაობდა ფოლკლორის კაბინეტში ლაბორატორიის გამგედ, 1970 წლიდან კი ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის უფროს მასწავლებლად. 1955-1976 წწ. ეწეოდა ფოლკლორისტულ-შემკრებლობით საქმიანობას.
1973 წლიდან სსრ კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია სასულიერო და საკრავიერი მუსიკა. შედგენილი აქვს ქართული საეკლესიო საგალობლებისა და ხალხური ვოკალური და საკრავიერი ნიმუშების რამდენიმე სანოტო კრებული
ედიშერ გარაყანიძე
24.02. 1957 (თბილისი) – 05. 09. 1998 (თბილისი) – ეთნომუსიკოლოგი, მუსიკისმცოდნეობის კანდიდატი. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით (პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით). ეწეოდა საშემსრულებლო, პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას. სტუდენტობის წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ ფოლკლორულ-შემკრებლობით მუშაობას. ანსამბლ “მთიების” დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი. საბავშვო სტუდია “ამერ-იმერის” შემქმნელი და ხელმძღვანელი.
ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე
13. 07. 1940 (თბილისი) – 12. 03. 2004 (თბილისი). ეთნომუსიკოლოგი 1976-2004 წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედების კათედრის გამგე, პროფესორი. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფოლკლორული ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაციის – CIOF-ის საქართველოს ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი. 60-იან წლებში ანსამბლ “გორდელას” ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი.
ჭოხონელიძის ძირითადი ნაშრომები:
დიატონურ კილოთა საკითხებისათვის ქართულ ხალხურ მუსიკაში. (1973). შრომების კრებულში: შავერზაშვილი, ალექსანდრე; თუმანიშვილი, ქეთევან და სხვანი (რედკოლეგია). გვ. 127-143. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ქართულ ენაზე)