სიახლეები



 

           ტრადიციული მრავალხმიანობის მეთერთმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი

                              26-30 სექტემბერი, 2022, თბილისისაქართველო

                                                გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

Read More



ქართული საეკლესიო მუს. ისტორია-გარეკანი (3)

მაგდა სუხიაშვილის წიგნში „ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორია. ლექციები“ გაშუქებულია ქართული სამგალობლო ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხები. ვინაიდან ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიის არც სახელმძღვანელო და არც ლექციების კურსი დღემდე არ გამოცემულა, წიგნი სტუდენტთა სასწავლო რესურსით უზრუნველყოფის პირველი ცდაა. იგი ასახავს ავტორის თითქმის ორი ათეული წლის პედაგოგიური მოღვაწეობით დაგროვილ გამოცდილებას.

Read More



გამოვიდა ტმკსც-ის #30 ბიულეტენი (ივნისი, 2021), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცენტრის საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდზე.

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მკითხველს აცნობს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს.



მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულმა პროექტმა “ეთნომუსიკოლოგიის კვლევა: ოცდაცამეტი თემა და კონცეფცია” (ქართული თარგმანი, ავტორი: ბრუნო ნეტლი) მოიპოვა მაქსიმალური შეფასება და გახდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელი.

Read More



გამოვიდა ტმკსც-ის #29 ბიულეტენი (დეკემბერი, 2020), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცენტრის საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდზე.

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მკითხველს აცნობს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს.



კრებული „შევისწავლოთ ქართული ხალხური სიმღერა“ ამჯერად, აჭარული სიმღერების შესწავლას გთავაზობთ. წიგნი სერიის მეორე გამოცემაა. ესაა სანოტო კრებული სასწავლო მიზნით შესრულებული აუდიოჩანაწერების კომპაქტდისკით, გამოცემა განკუთვნილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მუსიკოსებისათვის. სიმღერებს ასრულებენ ქედის მუნიციპალიტეტის ანსამბლები, „მოყვარე“ და „ელესა“.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის 20 ოქტრომბრიდან 24 ოქტომბრამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონატითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-10, საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.

თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ ეთნომუსიკოლოგიურ მეცნიერებასთან. მათ უდიდესი როლი შეასრულეს ქართული პოლიფონიის კვლევისადმი უცხოელი მეცნიერების ინტერესის გაღვივებაში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.

მეათე საიუბილეო სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 19 ქვეყნის 41 მეცნიერი, მათ შორის, 27 – უცხოეთიდან. წლევანდელი სიმპოზიუმი განსაკუთრებულ ვითარებაში – კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ტარდება, შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, წელს სიმპოზიუმი გაიმართება მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შერეული ფორმატით. უცხოელი მეცნიერები (აშშ-ს, შვეიცარიას, ავსტრიასა და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული 6 მონაწილის გარდა) დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.

შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი, პროგრამა და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია წლევანდელ სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების, რეჟისორებისა და მუსიკოსების შესახებ.

 



გამოვიდა ტმკსც-ის #28 ბიულეტენი (ივნისი, 2020), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცენტრის საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდზე.

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მკითხველს აცნობს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს.



2019 წლის 17-22 ოქტომბერს, ქალაქ ჩენგდუში (სიჩუანის პროვინცია, სამხრეთ ჩინეთი) გაიმართა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) მე-7 საერთაშორისო ფესტივალი.  ფესტივალი ჩატარდა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, სიჩუანის სახალხო მთავრობის, UNESCO-ს და UNESCO-ს ჩინეთის ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.  ფესტივალის აქტივობები მოიცავდა გახსნის ცერემონიას, კონცერტებსა და საერთაშორისო ფორუმს აკმ-ის ექსპო პარკში, ასევე, პარალელურ სესიებს სიჩუანის აკმ-ს რეგიონალურ წარმომადგენლობაში.  ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 1000-მდე მონაწილემ, 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

Read More



7-11 ოქტომბერს თბილისში Erasmus+-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში „UNESCO-ს მიერ აღიარებული ფასეულობების ქსელური კავშირები“ მონაწილე ქვეყნების რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება.

Read More