სიახლეები



ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტის, თეონა ლომსაძის სტატია “When tradition meets modernity – Georgian folk-fusion music” ( “როცა ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას  ქართული ფოლკ-ფიუჟენი”) დაიბეჭდა პრესტიჟული ბრიტანული გამომცემლობის, Taylor & Francis –ის მიერ გამოცემულ ჟურნალში “Folk Life”. ეს ფაქტი იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში დაბეჭდილ პირველ ქართულ ეთნომუსიკოლოგიურ სტატიას, რომელიც ქართული ტრადიციული მუსიკის ტრანსფორმაციისა და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციების საკითხს ეხება.

სრულ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე:

https://www.tandfonline.com/eprint/MXFYB5WGIJKNVGAWAGI4/full?target=10.1080/04308778.2019.1656791

 



 

    ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო აერთაშორისო სიმპოზიუმი

                            20-24 ოქტომბერი, 2020თბილისიქართველო

                                                გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდის­ციპლი­ნარული ბუნებითაა განპირობებული.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი ყველა მოხ­სენება შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სრული ინფორმაცია (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრა­ვალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის შესახებ, წინა სიმპოზიუმების ისტორია, ინფორმაცია მონაწილეებზე, სიმპოზიუმის მასალების ორენოვანი გამოცემა მოხსენე­ბების სრული ტექსტით) ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.symposium.polyphony.ge

Read More



 

12-22 ივლისს აჭარის ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ტარდება. ექსპედიცია ხორციელდება გერმანული სამწლიანი (2018-2021) პროექტის „ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“-ს (Computational Analysis of Traditional Georgian Vocal Music) ფარგლებში, რომელსაც „გერმანული კვლევის ფონდი“ (German Research Foundation) აფინანსებს. პროექტის მთავარი მიზანი უნიკალური ქართული ტრადიციული სიმღერების ახალი ტექნოლოგიებით დოკუმენტირებაა.

Read More



გამოვიდა ტმკსც-ის #26 ბიულეტენი (ივნისი, 2019), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცენტრის საიტზე, ისე ფეისბუქ გვერდზე.

ტმკსც-ის ორენოვანი ბიულეტენი მოიცავს ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობასა და კვლევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მკითხველს აცნობს საქართველოს ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების სიახლეებს.



📝 5 ივლისს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შედგა ტმკსც-ს სპეციალისტის, ბაია ჟუჟუნაძის საჯარო ლექცია თემაზე: ქართული ტრადიციული ცეკვა ქართულ კინემატოგრაფიაში.



10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი-გამოფენა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა.

Read More



2019 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19 საათზე გაიმართება წიგნის – „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“ – პრეზენტაცია.

ივეტ გრიმო არის ლეგენდად ქცეული ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ქალი, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში კონსერვატორიის პროფესორებთან, შალვა ასლანიშვილსა და გრიგოლ ჩხიკვაძესთან 7 წლიანი მიწერ-მოწერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ, მოახერხა საბჭოთა სუკ-ის (კგბ) დიდი წინააღმდეგობის გადალახვა და საქართველოში ჩამოვიდა უნიკალური ხალხური სიმღერების ჩასაწერად.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრსა და 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.

Read More



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (თსკ) ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (IRCTP) დირექტორის მოადგილე, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე ERASMUS PLUS-ის პროგრამის ფარგლებში ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (University of Music and Performing Arts Vienna – MDW) იმყოფებოდა. უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ ულრიჰ მორგენშტერნის სპეციალური მიწვევით მან ლექციები წაიკითხა ქართული ტრადიციული მუსიკისა და საკრავების შესახებ, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ შემსრულებლობასაც, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და გარეშე პირებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული საკრავის, ჩონგურის რეპერტუარს და რამდენიმე ქართულ სიმღერას ფერხულის თანხლებით.

Read More



2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქისტების ტრადიციული მუსიკა“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).

Read More