თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრსა და 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.
ტმკსც-ის დირექტორის მოადგილის, ნინო რაზმაძის ვიზიტი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (MDW)
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (თსკ) ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (IRCTP) დირექტორის მოადგილე, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე ERASMUS PLUS-ის პროგრამის ფარგლებში ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (University of Music and Performing Arts Vienna – MDW) იმყოფებოდა. უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ ულრიჰ მორგენშტერნის სპეციალური მიწვევით მან ლექციები წაიკითხა ქართული ტრადიციული მუსიკისა და საკრავების შესახებ, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ შემსრულებლობასაც, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და გარეშე პირებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული საკრავის, ჩონგურის რეპერტუარს და რამდენიმე ქართულ სიმღერას ფერხულის თანხლებით.
ქისტების ტრადიციული მუსიკა
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქისტების ტრადიციული მუსიკა“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).
ტმკსც-ის სპეციალისტი თეო ლომსაძე საქართველოს წარმომადგენლად ICTM-ში
ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი თეო ლომსაძე „ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოში” (ICTM) საქართველოს წარმომადგენელი გახდა.
როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე მუშაობდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უცხოური ბიუროს ხელმძღვანელი, ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი იოსებ ჟორდანია. მისი და ტმკსც-ის ხელმძღვანელის, რუსუდან წურწუმიას ინიციატივითა და ICTM-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგი თეო ლომსაძე განაგრძობს ბატონი სოსოს დაწყებულ საქმიანობას: ევროპული ეთნომუსიკოლოგიური საბჭოსთვის ქართულ ეთნომუსიკოლოგიასა და ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობაში მიმდინარე პროცესების გაცნობას და ქართული მხარისათვის ICTM-ის პროექტებისა თუ სამეცნიერო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი
2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.
წიგნის „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.
ქართული ტრადიციული სიმღერის ახალი ქსელური არქივი
ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ფრანკ შერბაუმმა (პოტსდამის/გერმანია უნივერსიტეტი), ნანა მჟავანაძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველო) და ელგუჯა დადუნაშვილმა (იენის უნივერსიტეტი/გერმანია) წარმოადგინეს ახალი ქსელური, გრძელვადიანი არქივი. არქივი მოიცავს ხმოვან, ვიდეო და ხორხის მიკროფონებით ჩაწერილ საექსპედიციო მასალებს, კერძოდ: სიმღერებს, ლოცვებსა და დატირებებს, რომელთა დიდი უმრავლესობა მოპოვებულია სვანეთში.
ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი
შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია წლევანდელ სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების, რეჟისორებისა და მუსიკოსების შესახებ.
მე-9 სიმპოზმიუმის პროგრამა
როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი. წლევანდელი სიმპოზიუმი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები და მუსიკოსები.
უკვე შესაძლებელია გაეცნოთ სიმპოზიუმის პროგრამას და დაგეგმოთ თქვენთვის სასურველ ღონისძიებაზე დასწრება.
ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე
2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ (ქართულ, თურქულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.