სიახლეები



2016 წლის 15 აპრილს დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეთა რეგისტრაცია, 25 აპრილისთვის  კი სიმპოზიუმის საპროგრამო კომიტეტმა გამოაცხადა  თეზისების განხილვის შედეგები.

რიგით მე-8 სიმპოზიუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება  2016 წლის  26-30 სექტემბერს, სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობის მისაღებად დაშვებულია 53 მეცნიერი, ამათგან მსოფლიოს 17 ქვეყნიდან 32 უცხოელი და საქართველოდან  23  მკვლევარი.



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ 2016 წლის

26-30 სექტემბერს ჩატარდება ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ სიმპოზიუმზე მოწვევას:

მოწვევა-ტრადიციული-მრავალხმიანობის-მე-8-საერთაშორისო-სიმპოზიუმზე-თბილისი-26-30-სექტემბერი-2016 

ასევე გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი და ყურადღება მიაქციოთ მონაწილეობის დადასტურების ელექტრონულ ფორმას

ictm logo bw 200 height


 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრვალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი 2011 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაციის  – ეთნომუსიკოლოგიის ევროპული სემინარის წევრი (ESEM).

2016 წლიდან კი ის ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს (ICTM) კორპორატიული წევრიც გახდა.

ტმკსც აქტიურად თანამშრომლობს ორივე ორგანიზაციასთან.

2013 წელს    ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს მუსიკა­ლურ-ფოლკლორული და ეთნომუსიკოლოგიური ცხოვრების შესა­ხებ, გამოქვეყნდა ტრადიცული მუსიკის საერთაშორისო საბ­ჭოს (ICTM) აპრილის თვის ბიულეტენში.