სიახლეები

485922966_1085780193577270_7868123788743456943_n


ტრადიციული მრავალხმიანობის მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი

23-26 სექტემბერი, 2026, თბილისი, საქართველო

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევენ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 23-26 სექტემბერს

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინური ბუნებითა არის განპირობებული.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი მოხსენებები შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სრული ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ და წინა სიპოზიუმების მოხსენებების კრებულების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე: www.symposium.polyphony.ge

 

სიმპოზიუმის თემები:

თემები მათში განხილული პრობლემების მიხედვით დაჯგუფდება შესაბამის სამეცნიერო სესიებზე, რაც მრავალხმიანობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის საშუალებას გვაძლევს.

ტრადიციულ თემებთან ერთად მე-13 სიმპოზიუმზე გვსურს შემოგთავაზოთ ახალი თემა:

ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის სხვადასხვა ფორმატში

ახალი თემა შემოთავაზებულია იმაზე სამსჯელოდ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის საშუალებებისა და მეთოდების (მათ შორის, მანქანური სწავლების, მონაცემთა დიდი მოცულობის ანალიზის და ავტომატური ტრანსკრიფციის სისტემების) გამოყენება ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში.

ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

  1. ავტომატური ტრანსკრიფცია და ანალიზი: AI-ს გამოყენება ვოკალური მრავალხმიანობის ჩანაწერების ზუსტი ტრანსკრიფციისთვის, მუსიკალური სტრუქტურების, რეგიონული სტილების, მელოდიური და რიტმული მახასიათებლების ავტომატური იდენტიფიცირებისა და შედარებისთვის.
  2. დიდი მონაცემების (Big Data) ანალიზი: AI-ს შესაძლებლობები, გააანალიზოს მრავალხმიანობის მრავალრიცხოვანი დაარქივებული ჩანაწერი, გამოავლინოს ნაკლებად შესწავლილი კავშირები, ევოლუციური ტენდენციები და რეგიონთაშორისი გავლენები, რაც ტრადიციული მუსიკის შესახებ ახალ ცოდნას მოგვცემს.
  3. ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ახალი მეთოდები: როგორ ცვლის AI ეთნომუსიკოლოგების კვლევის მეთოდებს, ქმნის თუ არა ახალ ეთიკურ პრობლემებს მონაცემთა დამუშავებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
  4. AI და კომპოზიცია/აღდგენა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები დაკარგული ან დაზიანებული მრავალხმიანი ნიმუშების აღდგენისთვის, ან ახალი მრავალხმიანი მასალის წარმოქმნისთვის, ტრადიციული სტილის შენარჩუნებით.
  5. სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები: როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული საშუალებების ინტეგრირება ტრადიციული მრავალხმიანობის სწავლების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას შემსრულებლებსა და მსმენელებში.

ეს თემა საშუალებას მისცემს სიმპოზიუმის მონაწილეებს, ჩაერთონ დისკუსიაში ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გაგების საქმეში.

 

სიმპოზიუმის ტრადიციული თემები:

  1. მრავალხმიანობის ზოგადი თეორიადა მუსიკალურ–ესთეტიკური ასპექტები

აქ გაერთიანებულია თანამედროვე კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრი.

  1. ტრადიციული მრავალხმიანობის რეგიონულისტილები და მუსიკალური ენა

ეს თემა მოიცავს როგორც დიდი, ისე პატარა რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების, მხოლოდ ერთი სოფლის მრავალხმიანი სასიმღერო სტილების სირღმისეულ კვლევებს.

  1. ტრადიციული მრავალხმიანობის შედარებითიკვლევა

ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენის გაგება შეუძლებელია შედარებითი მიდგომის გარეშე. მკვლევრებს ვთავაზობთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავებას.

  1. ტრადიციული მრავალხმიანობის სოციოლოგიურიასპექტები: შემსრულებლები და მსმენელები; სქესი, ასაკი, იდენტობა

ამ თემაში გაერთიანებულია ტრადიციული საზოგადოების სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. პრობლემები განხილულია როგორც თანამედროვე ცხოვრების, ისე ისტორიულ პერსპექტივაში.

  1. მრავალხმიანობა საერო დასასულიერო მუსიკაში

აქ მოიაზრება ტრადიციული მრავალხმიანობისა და პროფესიული მრავალხმიანობის ადრეულ ფორმების ურთიერთქმედება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ასევე მისაღებია თემები სხვა რეგიონებსა და ეპოქებზე.

  1. ტრადიციული ინსტრუმენტული მრავალხმიანობა

მართალია, სიმპოზიუმის ძირითადი თემა ვოკალური მრავალხმიანობაა, მაგრამ აქ შეიძლება განხილული იყოს ინსტრუმენტული მრავალხმიანობა და ვოკალური და ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტი.

  1. მსოფლიო მუსიკა დატრადიციული მრავალხმიანობა

„მსოფლიო მუსიკა“ გამოხატავს სხვადასხვა კულტურის სწრაფვას ჰარმონიზაციისკენ. „გლობალური სოფლის“ იდეა მუსიკის უნივერსალურ ხასიათს ადასტურებს. დაინტერესებული ადამიანები ტრადიციულ სიმღერას ადგილზე სწავლობენ; ტრადიციულ მომღერლებს სწავლების მიზნით სხვა ქვეყნებში იწვევენ. რას ვკარგავთ, ან ვიძენთ ამ პროცესში?

 

მრგვალი მაგიდა:

ტრადიციული მუსიკის სოციალური ფუნქცია თანამედროვეობაში

ტრადიციული მუსიკა, რომელიც ოდითგანვე ადამიანთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, არც თანამედროვე ეპოქაში კარგავს აქტუალობას, თუმცა განსხვავებულ სოციალურ დატვირთვას იძენს. მისი სოციალური ფუნქცია სწრაფად იცვლება და მრავლისმომცველი ხდება, როგორც თავად რეალობა, რომელშიც ეს მუსიკა არსებობს.

დღეს ტრადიციული მუსიკა გვხვდება ყველგან – მუსიკის თერაპიაში, კულტურულ ტურიზმში, მედიაში, სოციალურ მედიასა და მარკეტინგში, ტრანსფორმირებულ სუფრაზე, პროფესიულ სწავლებაში და ა.შ. მოსახლეობის გააქტიურებული მიგრაციის პირობებში, ახალ კულტურულ და გეოგრაფიულ სივრცეში, ის იქცა იდენტობის მძლავრ ნიშნად.

ყოველივე ამან მნიშვნელოვნად გააფართოვა ტრადიციული მუსიკის სოციალური ფუნქციის არეალი, რაც ახალ ეთნომუსიკოლოგიურ კვლევებშიც აისახება. მრგვალ მაგიდაზე გვსურს, სწორედ ამ განახლებული პერსპექტივიდან ვიმსჯელოთ ტრადიციული მუსიკის სოციალურ ფუნქციაზე.

წინადადებები

საპროგრამო კომიტეტი გთავაზობთ მოგვაწოდოთ ინდივიდუალური, საპანელო, ან მრგვალი მაგიდის სხდომაზე წარმოსადგენი თემები:

  • ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის1;
  • საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
  • მრგვალი მაგიდის ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4 მომხსენებლისა (თითოეული 10-წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.

 

თეზისები, მოკლე ბიოგრაფია და სრული მოხსენებები

თეზისები და მოკლე ბიოგრაფია: ორივე ტექსტი არაუმეტეს 200 სიტყვისა (ივსება ელექტრონული რეგისტრაციის ფორმატში).

მოხსენებების სრული ტექსტი: არაუმეტეს 7 გვერდისაფონტი – Sylfaen, შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,5, ბიბლიოგრაფია – APA სტილით.

ელექტრონული რეგისტრაცია

ელექტრონული რეგისტრაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ორგანიზაცია, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური, თეზისები და მოკლე ბიოგრაფია) სავალდებულოა სიმპოზიუმის ყველა მონაწილისათვის.

ვადები

ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 აპრილი

სიმპოზიუმში მონაწილეობის დადასტურება: 2026 წლის 1 მაისამდე

მოხსენებების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა, თარგმნისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით: 2026 წლის 1 ივლისი

სარეგისტრაციო თანხა

მეცნიერებისთვის – 80 აშშ დოლარი

სტუდენტებისთვის – 30 აშშ დოლარი

 

დაბინავებისა და კულტურული პროგრამის ხარჯებს დაფარავს სიმპოზიუმის ორგანიზატორი მხარე.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეებისთვის დაგეგმილი აქვს ერთდღიანი კულტურული პროგრამა. პროგრამაში შედის საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულება.

თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი არ არის მხოლოდ სამეცნიერო ფორუმი  ტრადიციული მრავალხმიანობის საკითხებზე. ქართული და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ანსამბლები აქ თავიანთ პოლიფონიურ მუსიკას შეასრულებენ კიდეც.

 

საპროგრამო კომიტეტი

დოქტ. რუსუდან წურწუმია (საქართველო)

დოქტ. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)

დოქტ. მაკა ხარძიანი (საქართველო)

დოქტ. თეონა ლომსაძე (საქართველო)

დოქტ. ნატალია ზუმბაძე (საქართველო)

დოქტ. ნინო ციციშვილი (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიეტუვა)

დოქტ. ქეროლაინ ბითელი (დიდი ბრიტანეთი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის

უფროსი სპეციალისტი ანა ლოლაშვილი: polyphony@tsc.edu.ge

ეთნომუსიკოლოგი იოსებ ჟორდანია: josephjordania@yahoo.com.au

 

1სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერთა შესაძლო დიდი რაოდენობის გამო განიხილება მომხსენებლისთვის თემის წარსადგენად 15 წთ-ის, ხოლო კითხვა-პასუხებისთვის 5 წთ-ის გამოყოფა.

Photo-Spain-1


ორწლიანი პროექტი „გუდასტვირზე შემსრულებელთა ევროპული ქსელი“ ერასმუს პლუსის პროგრამით ხორციელდება და 6 ქვეყნის წარმომადგენლობას აერთიანებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.

პროექტის ფარგლებში 5-10 ივნისს მრავალხმიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი ნინო რაზმაზე და მეგუდასტვირე ლევან ბერელიძე სტუმრობდა ესპანეთს. ისინი გაეცნენ ესპანური გუდასტვირის დამზადების ტექნოლოგიასა და მისი შესრულების ტრადიციებს.

პროექტი დასრულდა, რაც გულისხმობდა ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლობასთან ვიზიტს, გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციის ხელშეწყობას.

პროექტის პარტნიორები არიან:

  • სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
  • ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
  • მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
  • მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
  • ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი);
  • ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საქართველო).

იხილეთ ბუკლეტი

Photo-Slovakia-1


Erasmus + პროგრამით ხორციელდება პროექტი „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“, რომელშიც ერთიანდებიან 6 ქვეყანის წარმომადგენლობა (გუდასტვირზე შემსრულებლები, ოსტატები და მკვლევრები). პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.
პროექტის ფარგლებში მრავალხმიანობის კვლევის ცენტრის წარმომადგენლებმა და მეჭიბონე მურად თავართქილაძემ მონაწილეობა მიიღეს სლოვაკეთში გამართულ ტრენინგ-ღონისძიებებში. პროექტის მონაწილეები ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან (საქართველო, ხორვატია, ესპანეთი, იტალია, ბელორუსია და ლატვია) გაეცნენ სლოვაკურ გუდასტვირსა და სლოვაკეთში გავრცელებულ სხვა ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ასევე ტრენინგ-შეხვედრები ეხებოდა არამატერიალურ და მატერიალური კულტურულ მემკვიდრეობას. პროექტის ფარგლებში შევხვდით ტრადიციული ინსტრუმენტების ოსტატებს, გავეცანით სლოვაკური გუდასტვირის დამზადების ტექნოლოგიასა და მასზე შესრულების ტრადიციებს.
პროექტი გრძელდება, რაც გულისხმობს ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლობასთან ვიზიტს, გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციის ხელშეწყობას. პროექტის ბოლო ვიზიტი ესპანეთში, მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.
პროექტის პარტნიორები არიან:
სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი)
იხილეთ ბუკლეტი

245659423_5062066493820855_1276302796932272203_n



           ტრადიციული მრავალხმიანობის მეთორმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი                              25-28 სექტემბერი, 2024, თბილისისაქართველო

                            გთხოვთგულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრა­ვალხმიანობის მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.

სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდის­ციპლი­ნური ბუნებითაა განპირობებული.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი  მოხ­სენებები შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სრული ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ და წინა სიპოზიუმების მოხსენებების კრებულების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.symposium.polyphony.ge

 

სიმპოზიუმის თემები:

მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თეზისები ტრადიციული მრავალხმიანობის ყველა ასპექტზე. თემები დაჯგუფდება მათში განხილული პრობლემების მიხედვით და წარმოდგენილი იქნება შესაბამის სამეცნიერო სესიაზე, რაც მრავალხმიანობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის საშუალებას იძლევა.

ტრადიციულ თემებთან ერთად მე-12 სიმპოზიუმზე გვსურს შემოგთავაზოთ ერთი ახალი თემა:

სხეულებრივი (კინესთეტიკური) ასპექტი ტრადიციული მუსიკის შესრულებაში.

თემის ფარგლებში მოიაზრება ყველა ის კვლევა, რომელიც ტრადიციული მუსიკისშემსრულებლობის პროცესში სხეულებრივი ასპექტის ამა თუ იმ ფორმით ჩართვას განიხილავს – დაწყებული ცეკვით, დამთავრებული ბგერათწარმოქმნის ფიზიკურიპროცესითა თუ სხვადასხვაგვარი საშემსრულებლო ჟესტიკულაციით.

 

სიმპოზიუმის ტრადიციული თემები:

  1. მრავალხმიანობისზოგადითეორიადა მუსიკალურესთეტიკური ასპექტები

აქ გაერთიანებულია თანამედროვე კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრი.

  1. ტრადიციულიმრავალხმიანობისრეგიონულისტილები და მუსიკალური ენა

ეს თემა მოიცავს როგორც დიდი, ისე პატარა რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების, მხოლოდ ერთი სოფლის მრავალხმიანი სასიმღერო სტილების სირღმისეულ კვლევებს.

  1. ტრადიციულიმრავალხმიანობისშედარებითიკვლევა

ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენის გაგება შეუძლებელია შედარებითი მიდგომის გარეშე. მკვლევრებს ჩვენ ვთავაზობთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავებას.

  1. ტრადიციულიმრავალხმიანობისსოციოლოგიურიასპექტები:  შემსრულებლები და მსმენელებისქესიასაკიიდენტობა

ამ თემაში გაერთიანებულია ტრადიციული საზოგადოების სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. პრობლემები განხილულია როგორც თანამედროვე ცხოვრების, ისე ისტორიულ პერსპექტივაში.

  1. მრავალხმიანობასაეროდასასულიერო მუსიკაში

აქ მოიაზრება ტრადიციული მრავალხმიანობისა და პროფესიული მრავალხმიანობის ადრეულ ფორმების ურთიერთქმედება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ასევე, მისაღებია თემები სხვა რეგიონებსა და ეპოქებზე.

  1. ტრადიციულიინსტრუმენტულიმრავალხმიანობა

მიუხედავდ იმისა, რომ სიმპოზიუმის ძირითადი თემა არის ვოკალური მრავალხმიანობა, აქ შეიძლება განხილული იყოს ვოკალური და ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტი.

  1. მსოფლიომუსიკადატრადიციული მრავალხმიანობა

„მსოფლიო მუსიკა“ გამოხატავს სხვადასხვა კულტურის სწრაფვას ჰარმონიზაციისკენ. „გლობალური სოფლის“ იდეა მუსიკის უნივერსალურ ხასიათს ადასტურებს. დაინტერესებული ადამიანები სწავლობენ ადგილზე ტრადიციულ სიმღერას; ტრადიციულ მომღერლებს იწვევენ სხვა ქვეყანაში სწავლების მიზნით. რას ვკარგავთ ან ვიძენთ ამ პროცესში?

 

მრგვალი მაგიდა:  

არქივაციის  ტრადიციული კონცეფცია და თანამედროვე გამოწვევები:

არქივი, როგორც კაცობრიობის მეხსიერების მთავარი საცავი, დინამიური ორგანიზმია, რომლის  ციკლში – შეგროვება/დაცვა/ხელახლა გაცოცხლება – ფაზები მუდმივად ანაცვლებენ ერთმანეთს. 21-ე საუკუნის საერთო ტენდენციაა ის, რომ ტრადიციული მუსიკალური კულტურის უდიდესი ნაწილი,  წინა საუკუნეში დაარქივებული მემკვიდრეობის ხელახალი ქმნადობის (re-create), ხელახალი ქმნის (re-made) გზით განაგრძობს არსებობას.

არქივის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს თავად  კულტურა, რომელსაც ის ინახავს, კულტურის მიმდინარე პოლიტიკა; ადამიანები, ვინც არქივს აარსებენ და მართავენ; იდეები და მიზნები, რომლებსაც ის ეფუძნება. ამიტომ ნებისმიერი ეროვნული თუ პირადი არქივი სიცოცხლისუნარიანობის საკუთარ სტრატეგიას ქმნის.

მრგვალი მაგიდაზე გვსურვს ვიმსჯელოდ შემდეგ თემებზე:

  • რა როლი აქვს დღევანდელ ტრადიციულ მუსიკაში არქივს და საარქივო მასალებს?
  • რამდენად განაპირობებს კულტურის საერთო პოლიტიკა ეროვნული არქივების ფუნქციონირების პოლიტიკასაც?
  • რამდენად განსაზღვრავს საარქივო მასალის სიცოცხლისუნარიანობას მასზე ღია წვდომის ინოვაციური მიდგომები?
  • როგორ მიმდინარეობს 21-ე საუკუნის ტრადიციული მუსიკის ახალი ნიმუშების დაარქივების პროცესი? ვინ და როგორ განსაზღვრავს, მათგან რა ექვემდებარება არქივიზაციას?

 

 

ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის;

საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;

მრგვალი მაგიდის, დაახლოებით, ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4 მომხსენებლისა (თითოეული  7 წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.

წინადადებები

საპროგრამო კომიტეტი გთავაზობთ მოგვაწოდოთ ინდივიდუალური, საპანელო,

ან მრგვალი მაგიდის სხდომაზე წარმოსადგენი თემები:

  • ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის;
  • საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
  • მრგვალი მაგიდის, დაახლოებით, ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4 მომხსენებლისა (თითოეული 10 წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.

 

თეზისებიმოკლე ბიოგრაფია და სრული მოხსენებები

თეზისები და მოკლე ბიოგრაფია – ორივე ტექსტი არა უმეტეს 200 სიტყვისა (ივსება ელექტრონული რეგისტრაციის ფორმატში).

მოხსენებების სრული ტექსტი: არა უმეტეს 7 გვერდისაშრიფტის ზომა 12, ინტერვალი 1,5.

ელექტრონული რეგისტრაცია  

ელექტრონული რეგისტრაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ორგანიზაცია, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური, თეზისები და მოკლე ბიოგრაფია) სავალდებულოა სიმპოზიუმის ყველა მონაწილისათვის.

ვადები

ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 აპრილი

სიმპოზიუმში მონაწილეობის დადასტურება: 2024 წლის 15 მაისამდე

მოხსენებების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა, თარგმნისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით: 2024 წლის 25 ივლისი

სარეგისტრაციო თანხა

მეცნიერებისთვის – 80 აშშ დოლარი

სტუდენტებისთვის – 30 აშშ დოლარი

 

დაბინავებისა  და   კულტურული პროგრამის   ხარჯებს დაფარავს სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეებისთვის დაგეგმილი აქვს ერთდღიანი კულტურული პროგრამა. პროგრამაში შედის საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულება.

თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი არის არა მარტო სამეცნიერო ფორუმი მსოფლიოს ტრადიციული მრავალხმიანობის საკითხებზე, არამედ მასზე წარმოდგენილია ქართული და სხვა ქვეყნების ხალხური მუსიკა. ველით, რომ სიმპოზიუმზე,   მსოფლიო მრავალხმიანობა წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების მიერ. ასევე, დაგეგმილია  ტრადიციული მუსიკის ვორკშოფები.

 

საპროგრამო კომიტეტი

დოქტ. რუსუდან წურწუმია (საქართველო)

დოქტ. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)

დოქტ. მაკა ხარძიანი (საქართველო)

დოქტ, თეო ლომსაძე (საქართველო)

დოქტ. ნინო ციციშვილი (ავსტრალია/საქართველო)

დოქტ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიეტუვა)

დოქტ. ქეროლაინ ბითელი (დიდი ბრიტანეთი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის

ანა ლოლაშვილი: polyphony@tsc.edu.ge

იოსებ ჟორდანია, ელ ფოსტა: josephjordania@yahoo.com.au

admin-ajax


Erasmus + პროგრამით ხორციელდება პროექტი „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“, რომელშიც ერთიანდებიან 6 ქვეყანის წარმომადგენლობა (გუდასტვირზე შემსრულებლები, ოსტატები და მკვლევრები). პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.

პროექტის ფარგლებში მეგუდასტვირეები სტუმრობდნენ საქართველოსა და იტალიას. ისინი ეცნობიან გუდასტვირის დამზადების ტექნოლოგიასა და მისი შესრულების ტრადიციებს. პროექტი გრძელდება, რაც გულისხმობს ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლობასთან ვიზიტს, გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციის ხელშეწყობას.

პროექტის პარტნიორები არიან:

  • სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
  • ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
  • მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
  • მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
  • ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი);
  • ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საქართველო).

იხილეთ ბუკლეტი



კომპიუტერული (გამოთვლითი) ეთნომუსიკოლოგიის შესავალი

3 დღიანი, პრაქტიკული სემინარი თბილისში

2023 წლის 20-22 სექტემბერი

ლექტორთა გუნდი: ფრენკ შერბაუმი, ნანა მჟავანაძე, დავით შუღლიაშვილი, ლევან შუღლიაშვილი

 

კომპიუტერული ეთნომუსიკოლოგია (CE) არის კომპიუტერული მეცნიერებისა და გამოთვლითი მეთოდების გამოყენება მუსიკის შესწავლაში სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში. ის მიზნად ისახავს მუსიკალური ტრადიციებისა და პრაქტიკის გაანალიზებას, წარმოდგენას და გაგებას გამოთვლითი ხელსაწყოებისა და ალგორითმების გამოყენებით, როგორიცაა და მონაცემთა ანალიზი. გამოთვლითი ეთნომუსიკოლოგიის მიზანია გააუმჯობესოს   მუსიკის გაგება კულტურებში და შექმნას ახალი შეხედულებები მუსიკის სტრუქტურის, მნიშვნელობისა და სოციალური ასპექტების შესახებ.

ამ სამდღიანი სემინარის მიზანია ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის შესასწავლად კომპიუტერული ინსტრუმენტების გამოყენების ძირითადი პრაქტიკული გამოცდილების მიწოდება. სემინარის ცენტრალური თემა იქნება „ტონალური ორგანიზაციის (წყობის სისტემის) ანალიზი აუდიო ჩანაწერებიდან“.

პირველი დღე მიეძღვნება ინტენსიურ კურსს  კვლევის არსებულ მდგომარეობაზე   ბგერის აკუსტიკურ თვისებებსა და  აღქმასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მახვილით  „სიმაღლესა“ და „სიმაღლის განსაზღვრაზე“.  მეორე დღეს დაგეგმილია მონაწილეების მიერ   ქართული სამნაწილიანი სიმღერის ჩაწერა და ჩანაწერების შემდგომი განალიზება    სხვადასხვა პერსპექტივიდან. მესამე დღეს განიხილება ექსპერიმენტული ჩანაწერების  ანალიზის შედეგები და ბოლოს წარმოდგენილი იქნება  კომპიუტერული საშუალებებით შესრულებილი .ქართული ტრადიციული მუსიკის  დასრულებული და მიმდინარე კვლევითი პროექტები შერჩევით.

სემინარი განკუთვნილია კომპიუტერის საბაზისო უნარების მქონე მონაწილეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ იქონიონ  საკუთარი კომპიუტერი  da   მზად არიან ჩაერთონ ვორკშოპში უაღრესად ინტერდისციპლინურ თემაზე, რომელიც ეხება მუსიკას, აკუსტიკას, ეთნომუსიკოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას. სემინარი შეზღუდულია მაქსიმუმ 10 მონაწილით. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ელფოსტაზე fs@geo.uni-potsdam.de  და polyphony@tsc.edu.ge გამოაგზავნოთ  არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისისა:

ა) ელ.წერილი თქვენი რეზიუმეთი (CV) და

ბ) წერილი, რომელშიც ახსნილი იქნება  თქვენი მოტივაცია და გამოცდილება

340228849_768679694576258_5953929630293680700_n


1-6 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროექტ „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“-სფარგლებში 5 ქვეყნის მეგუდასტვირეთა დელეგაციას მასპინძლობს.

ორწლიანი პროექტი ერასმუს პლუსის პროგრამით ხორციელდება და 6 ქვეყნის წარმომადგენლობასაერთიანებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.

Read More

Erkomaishvili - Copy


გამოიცა ორტომეულის “Anzor Erkomaishvili and Contemporary Trends in the Study of Traditional and Sacred Georgian Music“  პირველი ტომი. კრებული წარმოადგენს ყოვლისმომცველ მიმოხილვას ქართული ეთნომუსიკოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ახალ განვითარებაზე, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის ტურისტული ინდუსტრიის ზრდიდან დაწყებული, მთელს მსოფლიოში უამრავი გუნდისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის სწავლების თავისებურებებით დასრულებული. კრებული წარმოაჩენს ანზორ ერქომაიშვილს, ქართული ტრადიციული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას, ქართული ტრადიციული და სასულიერო რეპერტუარის მრავალი ფართოდ ცნობილი შედევრის ავტორს. ქართული ტრადიციული მუსიკის სტაბილურად მზარდი პოპულარობა, როგორც პროფესიონალ ეთნომუსიკოლოგებს, ასევე საგუნდო სიმღერის მოყვარულებს შორის, ამ გამოცემის გადაუდებელ საჭიროებას იძლევა.

Read More

338895088_236573532169652_6042044568866663659_n


8-12 დეკემბერს ლატვიას პროექტის “ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი” ფარგლებში ქართული დელეგაცია სტუმრობდა, რომლის წევრებიც  გახლდნენ: ქედელი ჭიბონის ოსტატი და ვირტუოზი შემსრულებელი მურად თავართქილაძე, ტმკსც-ს დირექტორის მოადგილე ნინო რაზმაძე და ტმკსც-ს სპეციალისტი ბაია ჟუჟუნაძე.

ორწლიანი პროექტი ერაზმუს+ პროგრამით ხორციელდება და აერთიანებს 6 ქვეყნის წარმომადგენლობას.

Read More

Photo-Croatia


ორწლიანი პროექტი „გუდასტვირზე შემსრულებელთა ევროპული ქსელი“ ერასმუს პლუსის პროგრამით ხორციელდება და 6 ქვეყნის წარმომადგენლობას აერთიანებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) კონკრეტულ ნაწილს – გუდასტვირის დამზადებასა და მასზე დაკვრის ტრადიციას.

პროექტის ფარგლებში, 5-10 ოქტომბერს ხორვატიას ეწვია მრავალხმიანობის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო რაზმაზე, მეჭიბონე მურად თავართქილაძე და მეგუდასტვირე თორნიკე სხიერელი. ისინი გაეცნენ ხორვატიული გუდასტვირის დამზადების ტექნოლოგიას და მისი შესრულების ტრადიციებს.

პროექტის პარტნიორები არიან:
• სუიტის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი (ლატვია) – კოორდინატორი პარტნიორი;
• ხორვატიული ტრადიციული საკრავების ცენტრი (ხორვატია);
• მულტიეთნიკური კულტურის ასოციაცია (იტალია);
• მეგუდასტვირეთა გრაუსის ასოციაცია (ესპანეთი);
ჩეხი, სლოვაკი მეგუდასტვირეები (სლოვაკეთი);
• ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საქართველო)